კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მის : ცოტნე დადიანის 7 ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა" 2 სართული ოფისი A208/1

საფოსტო კოდი 0101

სამუშაო საათები

ორშაბათი - შაბათი

10:00 - 19:00

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავაკეთო იმ შემთხვევაში, თუ ჩემი სისტემები სწორად მუშაობას შეწყვეტენ?

თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენი მაღაზიის ცხელ ხაზზე 2 195 700 და Bigchoice–ის თანამშრომლები მოწადინებულად გაგიწევენ ნებისმიერი სახის საჭირო სერვისით დახმარებას. ჩვენ გამოვგზავნით ტექნიკური გუნდის წევრებს თქვენი აპარატურის შესამოწმებლად.

არის თუ არა რაიმე განსხვავება სახანძრო განგაშის სისტემის გამოცვლასა და განახლებას შორის?

თქვენ შეიძლება პოტენციურად საკმაოდ ძვირადღირებული განსხვავება გქონდეთ აპარატურის გამოცვლასა და განახლების ვარიანტებს შორის. ზოგადად, არსებობს განსხვავებული დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები სისტემის გამოცვლასა და მისი განახლების პროცესების დროს, რომელიც მოიცავს განსხვავებული დონეების კონსტრუქციულ ვალდებულებებს. ეს ვალდებულებები ყოველთვის აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ნებისმიერი სახის აპარატურის მდგომარეობა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი. გამოცვლის პროცესისას, არსებული შენობის ლოკალურმა კოდექსმა შესაძლოა საშუალება მოგცეთ ჩაანაცვლოთ აპარატურა იგივე მოდელით, თუკი ეს არ ითვალისწინებს თქვენი არსებული სახანძრო განგაშის სისტემის ფუნქციურ გეგმაში ცვლილებების შეტანას. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩანაცვლების მარტივი პროცედურა უფრო მისაღები არჩევანია, თუკი თქვენი უკვე არსებული სახანძრო განგაშის სისტემა უკვე აკმაყოფილებს ლოკალური ხელმისაწვდომობის კოდექსის წესებს. მაგრამ, თქვენი საგანგაშო სისტემის მოდიფიკაცია შეიძლება გახდეს აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუკი გჭირდებათ რომ იგი მოერგოს განახლებულ სავალდებულო კოდექსს, ან თუ გჭირდებათ რომ იგი მოერგოს შენობის კონსტრუქციის ან მობინადრეების ცვლილებას.

რა უნდა ვქნა მაშინ, თუკი ჩემი სახანძრო განგაშის სისტემა უკონტროლოდ დაიწყებს სიგნალის გამოცემას ან ეკრანზე ამოუცნობ საგანგაშო სიმბოლოს გამოხატავს, რომელიც ჩემთვის გაუგებარია?

ასეთი შემთხვევის დროს შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენი კომპანიის ცხელ ხაზზე.

კაბელიანი კამერების სისტემა ჯობია თუ უკაბელო?

კაბელიან და უკაბელო სისტემებსაც თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვთ.  მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ფასია, რადგან უკაბელო კამერის დაყენება უფრო იაფი დაგიჯდებათ და თანაც როდესაც 1 კამერა გჭირდებათ, ეს საუკეთესო გამოსავალია. უკაბელო კამერების დამონტაჟება მარტივია, რადგან მათი ინსტალაციისას არ გჭირდებათ სახლის რეკონსტრუქცია ან საინსტალაციო ჯგუფის დაქირავება კაბელების გასამართათ. ასეთი კომფორტული დიზაინის მიუხედავად, ეს კამერა მაინც საჭიროებს მისი კაბელის ელექტროენერგიის წყაროსთან დაკავშირებას. შეგიძლიათ შეიძინოთ სრულიად უკაბელო კამერაც, რომელსაც დაახლოებით 15-30 დღე შეუძლია დენის გარეშე ფუნქციონირება. რაც შეეხება კაბელიან სისტემებს, მათი სიგნალი შეფერხებისგან სრულიად დაცულია, რადგან კამერები სანდო კაბელით მოგაწვდიან ვიდეოსიგნალს. თუმცა, ამის უარყოფითი მხარე საკმაოდ აშკარაა. თქვენ მოგიწევთ თქვენი სახლის ვიზუალურ ასპექტს შეუხამოთ კამერებისთვის საჭირო საკმაო რაოდენობის კაბელების გაყვანილობა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კაბელიანი სისტემების შემთხვევაში შესაძლოა თავიდან აიცილოთ დამატებით დენის კაბელების ინსტალაციის პროცესი, რადგან კაბელიან კამერას შეუძლია ელექტროენერგიის წყაროდ ინტერნეტის კაბელიც გამოიყენოს.

როგორ მუშაობს უკაბელო სახანძრო სისტემა?

უკაბელო სახანძრო სისტემა საკმაოდ გავს კაბელიანს. მისი არჩევის შემთხვევაში თქვენ ასევე დაგჭირდებათ სახანძრო სისტემის საკონტროლო პანელი და კვამლის დეტექტორები. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ სისტემის არჩევის შემთხვევაში, მის მიერ საკონტროლო პანელის მიმართ სიგნალის გაგზავნის გზაა. კაბელიანი სისტემისგან განსხვავებით, კაბელების მაგივრად დეტექტორებსა და საკონტროლო პანელს შორის კომუნიკაციას ეს სისტემა რადიოტალღების საშუალებით ახდენს. ამის გამო ისინი შედარებით ადვილად ინსტალირდება, არ გავალდებულებთ სახლის კონსტრუქციის მათზე მორგებას და თანაც, უკაბელო სახანძრო სისტემის საშუალებით შეგიძლიათ განაახლოთ ან უფრო გაადიდოთ თქვენი უკვე არსებული კაბელიანი სახანძრო სისტემაც.

რამხელა პერიოდის შემდეგ საჭიროებს ელემენტი გამოცვლას?

როგორც წესი, ელემენტის გამოცვლის რეკომენდირებული პერიოდი 6 თვიანი მუშაობის შემდეგ დგება, მაგრამ კონკრეტული ვადები დამოკიდებულია ელემენტის ხარისხზეც. თქვენ რაც უფრო მაღალი ხარისხის ელემენტს გამოიყენებთ, მით უფრო დიდი ხანი შეგეძლებათ მისი დატოვება გამოცვლის გარეშე. ასევე, სიმძლავრესთან ერთად, კვამლის დეტექტორის ელემენტის გამოცვლის საჭიროებას განსაზღვრა დამოკიდებულია გარემო-პირობებთანაც. მათი მუშაობის რეკომენდირებული დრო სპეციალური ფორმულითაც შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ, რაშიც ჩვენი თანამშრომლები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახანძრო კვამლის დეტექტორის ელემენტებს ავტომატურად დატენვის ფუნქცია არ გააჩნიათ.

რატომ შეიძლება ჩემი საგანგაშო სისტემა უმიზეზოდ ჩაირთოს?

ასეთი შემთხვევების უმეტესობა სენსორის ბრალია, რომელიც შეიძლება კარგად არ მუშაობდეს ან საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდეს. ის შეიძლება იქნას შეკეთებული ან გამოიცვალოს, რათა თავიდან იქნაც აცილებული სამომავლოდ იგივე პრობლემის გაჩენა.

შეძლებს თუ არა სისტემა მუშაობის გაგრძელებას, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში?

თქვენი სისტემა აღწურვილია საკუთარი სარეზერვო ელემენტით და ამის გამო მას შეუძლია ნორმალური მუშაობის დონე შეინარჩუნოს რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს სარეზერვო ელემენტები შეძლებენ თავისით დატენვას მას შემდეგ, რაც სისტემას აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება და მათი სტატუსი გამუდმებით მოწმდება.

უნდა ჰქონდეს თუ არა ჩემს ყველა სახანძრო განგაშის აპარატურას თუ საკმარისი იქნება დისტანციური სამართავი პანელის დაყენება მთავარ შემოსასვლელში?

 დიახ, ყველა დაცული ტერიტორია მოითხოვს სახანძრო სისტემის მართვის პანელის ან დისტანციური მართვის პულტის განთავსებას შენობის მთავარი შემოსასვლელის სიახლოვეს. თუკი არ არის მთავარი შემოსასვლელი ან მისაღები ოთახი, მაშინ ის უნდა დაყენდეს საერთო სივრცეში, სადაც სახანძრო განგაშის სისტემის პანელი ადვილად დასანახი და გაგონებადი იქნება სივრცის დამკავებლებისათვის.

როგორ შეიძლება გამოვიყენო ცეცხლმაქრი?

ხანძრის მაღალი რისკის მქონე ლოკაციაზე დასაქმებული ადამიანები ხშირ შემთხვევაში გადიან სპეციალურ უსაფრთხოების ტრეინინგს, სადაც დასაქმებულები სწავლობენ ცეცხლმაქრის გამოყენების სწორ ეტიკეტს. თუკი ასეთი ტრეინინგი გავლილი არ გაქვთ, მაშინ საგანგებო სიტუაციებისას ეს მარტივი მეთოდი შეგიძლიათ გაიხსენოთ:

1 - გამოწიეთ დამცავი

2 - დაუმიზნეთ ცეცხლმაქრი ცეცხლის საძირკველს

3 - მოუჭირეთ სასხლეტს ნელა და სტაბილური მოძრაობით

4 - ამოძრავეთ ცეცხლმაქრი ერთი მხრიდან მეორისკენ და პირიქით, რათა მთელი არეალი დაფაროს მისმა შიგთავსმა.

ჭირდება თუ არა ცეცხლმაქრს სპეციალური მოვლა?

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეინახოთ ყველა ცეცხლმაქრი სწორ სამუშაო მდგომარეობაში, რადგან ეს თავიდან აგაცილებთ არასასურველ დაზიანებებსა და სიკვდილსაც კი, რადგან გაფუჭებული ცეცხლმაქრი შეიძლება აფეთქდეს და მის გამომყენებელს სერიოზული ზიანი მიაყენოს. მათ შეუძლიათ თვენი დაცვა კატასტროფისგან, ცეცხლის პატარა კერების ჩაქრობის წყალობით და მათი გაუკონტროლებელ და საშიშ ხანძრად ქცევის თავიდან აცილებით. თუმცა, მიღებული რეგულარული შემოწმებისა და ინსპექციის გარეშე, ცეცხლმაქრები შეიძლება გაფუჭდეს და არ გამოყოს დაკარგოს მასალის გასხმის ძალა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დაგჭირდებათ. მან შეიძლება ასევე მოულოდნელად გაჭედოს შუა პროცესში, თუ მისი წნევა არ იქნება დარეგულირებული საჭირო დონეზე. ყოველგვარი უსიამოვნო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყოველწლიურად გადატენოთ ცეცხლმაქრობი. აღნიშნული სერვისის მიღება ჩვენგან საკმაოდ მისაღებ ფასად შეგიძლიათ.

სად არის საჭირო კვამლის დეტექტორების დაყენება?

თქვენი საძილე არეა საჭიროებს ყველაზე უფრო უკეთ დაცვას. სწორედ ამიტომ, მაგალითად ერთი კვამლის დეტექტორი აუცილებლად უნდა დააყენოთ თქვენი საძინებლის გარეთ მდებარე დერეფანში, კართან ახლოს. თუკი დერეფანი გრძელია, მაშინ დეტექტორის დაყენება საჭირო იქნება დერეფნის ყოველ 4-5 მეტრში საშუალოდ. ასევე, დეტექტორი უნდა იქნას დამონტაჟებული შენობის ყველა ოთახში, სააბაზანოსა და საპირფარეშოს გარდა. ბოლი მარტივად ადის მაღლა კიბეების გავლით, ამიტომაც კარგი იდეა იქნება, თუკი კვამლის დეტექტორს კიბის ბოლოშიც დაამონტაჟებთ. მარტივი გამოთვლისათვის, როგორც წესი ერთი კვამლის დეტექტორი 20 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს იდეალურად.

კამერების კომპლექტები

სახლის დაცვის სისტემაში კამერების კომპელქტები უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს. თქვენ გჭირდებათ სწორი კამერების შერჩევა იმისათვის, რომ გარანტირებულად დაცული იყოთ, რის გამოც ჩვენი გუნდის წევრები ამ საკითხში მზად არიან ნებისმიერი სახით დაგეხმარონ. კომპანიის ექსპერტები ყოველთვის მოწადინებით გაგცემენ პასუხს ნებისმიერი სახის კითხვაზე კამერის შერჩევისას და ასევე სწორ რჩევებსაც მოგცემენ. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ დარეკოთ ან მობრძანდეთ ჩვენთან და მოთხოვნები გაგვიზიაროთ. ჩვენ ან თქვენს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას შევისწავლით, ან თქვენს მიერ წარმოდგენილ სპეციფიურ მოთხოვნებს განვიხილავთ და ამის მიხედვით მოგცემთ საჭირო რჩევას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს თქვენთვის სწორი კამერის შერჩევა.

რას ნიშნავს PTZ ტიპის კამერა?

ასეთი ტიპის კამერებს ეს სახელი მათი ფუნქციონალის გამო აქვთ მინიჭებული. მათ შეუძლიათ მოძრაობა ჰორიზონტალურად 360 გრადუსით და ვერტიკალურად 90 გრადუსით, რაც საკმაოდ დიდ კომფორტს ანიჭებს მფლობელს.  

როგორ შემიძლია გამოვთვალო კამერების სამუშაო მანძილი?

ხშირად კამერების ხედვის მანძილი საკმაოდ დამაბნეველია მომხმარებლებისათვის. ისინი ხშირად უყურებენ IR-ით აღნიშნულ მანძილს, რასაც შეიძლება ღამის მონაკვეთის მანძილი ვუწოდოთ, რადგან ეს რიცხვი დაფუძნებულია იმაზე, თუ რა სიშორეზე შეუძლია კამერას ინფრარედი სინათლის გარჩევა.

იმ დისტანციას, რომლის მანძილზეც თქვენს კამერას შეუძლია დეტალების გარჩევა, ოპტიკური მანძილი ეწოდება. ოპტიკური მანძილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ლინზებს მოარგებთ თქვენს კამერას. ლინზები როგორც წესი mm-ით იზომება და რაც უფრო ნაკლებია ამ ნიშნულის რიცხვი, მით უფრო ფართო არეალს მოიცავს კამერის ხედი. მაგალითად თუკი 3.6mm-იან ლინზას 2.8mm ლინზას ამჯობინებთ, თქვენი კამერა უფრო ფართო ხედვის კუთხეს დაგანახებთ.

თუმცა, რაც უფრო მცირე არეალს მოიცავს კამერის ოპტიკური ხედვა, მით უფრო მეტი დეტალის გარჩევა შეუძლია მას. მაგალითად თუკი 2.8mm ლინზას შეუძლია გაარჩიოს მანქანის სანომრე ნიშანის დეტალები ან ადამიანის სახე 3-5 მეტრის მანძილზე, 3mm ლინზას იგივეს გაკეთება შეუძლია 8 მეტრის მანძილზე, 8mm ლინზას ამის შესაძლებლობა ექნება 20-30 მეტრის სიშორეზე და ა.შ

როგორ მუშაობს კაბელიანი კამერები?

სხვადასხვა სახის კამერის ვარიანტებს შორის, კაბელიანი ვერსია ყოველთვის საუკეთესო შედეგს აძლევს მფლობელს. ის როგორც წესი ოდნავ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს დაყენებისა და გამართვის პროცესში, თუმცა ამ პროცესის გავლა მხოლოდ ერთხელ გიწევთ და ეს ნამდვილად ღირს იმ შედეგად, რასაც საბოლოოდ მიიღებთ. ასეთი ტიპის კამერებს შეუძლიათ მოგაწოდონ ვიდეო სიგნალი 100-120 მეტრის დაშორებით, სრულიად უხარვეზოდ და ყველანაირი უარყოფითი ეფექტის გარეშე. თუკი სპეციალურ სიგნალის გამაძლიერებელს გამოიყენებთ, ამ მანძილის გაზრდაც თავისუფლად შეგიძლიათ.

რომელი ტიპის კამერა და რამდენი ცალია საჭირო?

ჩვენი კომპანიის პროფესიონალი თანამშრომლები მარტივად და მონდომებით დაგეხმარებიან კონკრეტულად თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებული ყველაზე კარგი აპარატურის შერჩევაში.

რა განსხვავებაა ანალოგ, ანუ ეგრედწოდებულ AHD კამერებსა და IP კამერებს შორის?

AHD ტიპის კამერებთან შედარებით IP კამერების სისტემა გაცილებით ახალია და უფრო ლავირებადი. ასევე ამ ტიპის კამერებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ერთ კონკრეტულ ჩამრთველ კონცენტრატორს სხვა კამერებთან ერთად, რის გამოც შეგიძლიათ ერთ ყუთს დაუკავშიროთ მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე კამერა და ამ ჩამრთველის ყუთიდან მხოლოდ ერთი კაბელი შეიყვანოთ თქვენს სახლში.

რა არის ძიძა კამერა და როგორ მუშაობს ის?

ძიძა კამერები წარმოადგენს უკაბელო კამერების ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ ტიპს, რომლითაც მარტივად შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენ სახლში მყოფი ბავშვის გარემო. ისინი უკავშირდებიან სახლში არსებულ ინტერნეტს, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ კომპიუტერით ან სმარტფონით მარტივად მიადევნოთ თვალი ყველაფერს, რასაც ისინი იწერენ. მათი კომფორტული დიზაინისა და კაბელების არქონის გამო, შეგიძლიათ ძიძა კამერა დაამონტაჟოთ ნებისმიერ, თუნდაც შეუმჩნეველ ადგილას კონკრეტული ოთახის სათვალთვალოთ. თუკი გსურთ ერთი კამერის შეძენა, ეს მართლაც იდეალური ვარიანტია.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ძიძა კამერები, რომლებსაც გააჩნიათ მოძრაობაზე რეაგირების ფუნქცია, რაც ნიშნავს მოძრაობის შემჩნევისას ვიდეოს ჩაწერის დაწყებას და თქვენთვის ამის შესახებ შეტყობინების გამოგზავნას.

რას ნიშნავს ჰიბრიდული ვიდეოჩამწერი?

ჰიბრიდული ვიდეოჩამწერები საკმაოდ გამოსადეგია მათთვის, ვისაც სურს ერთდროულად გამოიყენოს ანალოგის ტიპის ანუ ეგრედწოდებულ AHD კამერები და IP კამერები. ამ ხელსაწყოს შეუძლია მიიღოს და ჩაიწეროს მასალა ორივე ტიპის კამერების სისტემისგან და თანაც, მას მარტივად მოარგებთ უკვე დამონტაჟებულ ანალოგის სისტემასა და ახლად დაყენებუ IP კამერების სისტემასაც. ასევე ჰიბრიდულ ვიდეოჩამწერზე შეგიძლიათ დააერთოთ TVI , XVI , CVBS და CVI ტიპის კამერებიც.