ჩვენ შესახებ

BigChoice საქართველოში უსაფრთხოების სისტემების ინდუსტრიაში მოწინავე კომპანიაა, რომელიც უკვე 14 წელია ლიდერობას ინარჩუნებს ბაზარზე ბიზნესისა და კერძო პირების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისის დიდი არჩევანით. ჩვენი კომპანია გამოირჩევა უახლესი პროდუქტით, სანდოობითა და ხელმისაწვდომობით, რაც მომხმარებლების კმაყოფილებას განსაზღვრავს.

ჩვენი პროდუქცია მოიცავს უსაფრთხოების სისტემების ფართო სპექტრს, როგორიცაა: კამერები, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, დაშვების სისტემები, სახანძრო კარადები, სახანძრო კარი და ცეცხლმაქრები. რაც მთავარია, ჩვენი მომსახურეობა ითვალისწინებს ცეცხლმაქრების დამუხტვასა და სახანძრო სისტემების ინსტალაციას ნებისმიერ ობიექტზე.

სახანძრო სისტემები

ჩვენ შესახებ

BigChoice საქართველოში უსაფრთხოების სისტემების ინდუსტრიაში მოწინავე კომპანიაა, რომელიც უკვე 14 წელია ლიდერობას ინარჩუნებს ბაზარზე ბიზნესისა და კერძო პირების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისის დიდი არჩევანით. ჩვენი კომპანია გამოირჩევა უახლესი პროდუქტით, სანდოობითა და ხელმისაწვდომობით, რაც მომხმარებლების კმაყოფილებას განსაზღვრავს.

ჩვენი პროდუქცია მოიცავს უსაფრთხოების სისტემების ფართო სპექტრს, როგორიცაა: კამერები, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, დაშვების სისტემები, სახანძრო კარადები, სახანძრო კარი და ცეცხლმაქრები. რაც მთავარია, ჩვენი მომსახურეობა ითვალისწინებს ცეცხლმაქრების დამუხტვასა და სახანძრო სისტემების ინსტალაციას ნებისმიერ ობიექტზე.

ჩვენთან ხარისხისა და ინოვაციების ერთიანობა დაგხვდებათ

კონკურენტუნარიან ბაზარზე BigChoice უკვე ჩამოყალიბდა როგორც კომპანია, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ხარისხსა და თქვენს უშუალო საჭიროებებს. ამასთან, ჩვენ გთავაზობთ 2 წლიან გარანტიას თითოეულ პროდუქტზე, რაც უზრუნველყოფს სიმშვიდესა და გრძელვადიან საიმედოობას.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ეცნობა ინდუსტრიაში განვითარებულ ტენდენციებსა და სიახლეებს, რაც საშუალებას გვაძლევს, უსაფრთხოების სისტემების უახლესი მიღწევები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე.

BigChoice გთავაზობთ უსაფრთხოების სისტემისა და აღჭურვილობის მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი პროდუქციის გამოყენებით, ბიზნესებს საგრძნობლად გაუადვილდებათ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. ჩვენ მუდმივად ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს, შექმნან უსაფრთხო გარემო მათი თანამშრომლებისათვის.

ჩვენი კომპანია გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით

გამოცდილებისა და ძლიერი პარტნიორობის წყალობით, BigChoice უკვე დიდიხანია რაც სანდოობისა და საიმედოობის სიმბოლოდ იქცა.

გამოცდილების წყალობით, BigChoice ემსახურება მომხმარებლების ფართო სპექტრს, მათ შორის სამშენებლო კომპანიებს, , საცალო ქსელებს, სასტუმროებს, ბენზინგასამართ სადგურებს ბიზნესცენტრებს , კლინიკებს  და ბევრ სხვას.

ჩვენთვის მთავარი მომხმარებელთა კმაყოფილებაა

BigChoice-ში გვჯერა, რომ უსაფრთხოება ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და შევინარჩუნოთ ბაზარზე არსებული კონკურენტული ფასები. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ეკონომიურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველვყოთ თქვენი კმაყოფილება.

BigChoice-ის არჩევა ნიშნავს ისეთი კომპანიის არჩევას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ინოვაციებსა და მომხმარებლის კმაყოფილებას. დაწყებული მაღალი ხარისხის უსაფრთხოების აღჭურვილობებიდან, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ საიმედო და სრულფასოვანი მომსახურება.

1358
შესრულებული პროექტები
14
მიმდინარე პროექტები
190
COMPANY WORK WITH US
სახანძრო სისტემები

რატომ ჩვენ?

სახანძრო სისტემები 

Big Choice უკვე 14 წელია წამყვან პოზიციას იკავებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი სანდო რეპუტაცია აგებულია ურყევ პრინციპზე, მომხმარებელს მივაწოდოთ არა მხოლოდ საუკეთესო პროდუქტი, არამედ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მათ უნიკალურ საჭიროებებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ადამიანებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობა, მომსახურებისა და მხარდაჭერის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

გარდა პრემიუმ აღჭურვილობების ფართო არჩევანისა, Big Choice-ში შეხვდებით ყოვლისმომცველ მომსახურებას, რომელიც შექმნილია სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი მომსახურება მოიცავს კამერების, სახანძრო სისტემების, წყლით ქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემების ინსტალაციის სერვისებს და უზრუნველყოფს რომ თითოეულმა მათგანმა იმუშაოს ხანგრძლივად და ეფექტურად.

Big Choice საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს საიმედო და ყოვლისმომცველ სერვისებსა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში.

Big Choice-ში ხარისხი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი უპირველესი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს თითოეული მათგანის საჭიროებებს. ამის მისაღწევად, ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიც არიან: Hikvision, Dahu, Teketek Electronics, dmtech. ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს რომ ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა უმაღლესი დონის ტექნოლოგიებზე და უახლეს აღჭურვილობებზე, რომლებიც იდეალურად აკმაყოფილებენ ინდუსტრიის სტანდარტებს.

Big Choice-ს მომსახურებით სარგებლობისას, თქვენს მიერ მიღებული ნებისმიერი სახის აპარატურა და საინსტალაციო სერვისი უმაღლესი დონის იქნება. მაგალითად, ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო ცეცხლმაქრები, რომელთა გადატენვის სერვისსაც ასევე ,,Bigchoice” შემოგთავაზებთ. თითოეული პროდუქტი კი იქნება საგულდაგულოდ შერჩეული მათი გამძლეობის, ხარისხისა და მონაცემების მიხედვით.

Big Choice – ის გუნდში ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლის კმაყოფილება წარმატების საფუძველია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისიაა მაღალი ხარისხის აღჭურვილობის უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებსა და ბიუჯეტს. ჩვენთან შეხვდებით პროდუქციის ფართო არჩევანს, დაწყებული თანამედროვე მოწყობილობებიდან, უფრო ბიუჯეტურ გადაწყვეტილებებამდე. ჩვენ გვესმის, რომ თითოეული მომხმარებლის მოთხოვნები უნიკალურია, რის გამოც ვირჩევთ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს როგორც თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს, ასევე ფინანსურ მდგომარეობასაც.

წლების განმავლობაში Big Choice-ის გუნდი ატარებს საფუძვლიან კვლევებს გლობალურ ბაზარზე, ეცნობა ახალ ტენდენციებს და არჩევს ყველაზე საიმედო პროდუქტებს ჩვენი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, გთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს როგორც ყოველდღიურად აუცილებელ ნივთებზე, ასევე სპეციალიზებულ მოწყობილობებზეც. ასეთი მიდგომები უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს წვდომა უმაღლესი დონის პროდუქტებზე, კონკურენტულ ფასად.

მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ სრული მომსახურეობა ნებისმიერ სფეროში. მაგალითად, ,,Bigchoice”-ის გუნდი გთავაზობთ საჭირო აპარატურის ეკონომ პაკეტებს მრავალ სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. აღნიშნული შეთავაზება ითვალისწინების ისეთი ობიექტების სრულად მომარაგებას ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები, სასტუმროები, სხვადასხვა სახის საწყობები, ნებისმიერი სიდიდის ბიზნეს ცენტრები და ა.შ აპარატურის ფართო არჩევანის გამო, ჩვენ კლიენტის ყველა სპეციფიური მოთხოვნის დაკმაყოფილება და ნებისმიერი სახის კომპლექსის სრული აღჭურვა შეგვიძლია, უმოკლეს ვადებში.

კორპორატიული გაყიდვები

ტექნიკური განყოფილება

ჩვენი კლიენტები